"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად"
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო შესასრულებლად.
"სახელმწიფოს უმთავრესი დანიშნულებაა ადამიანის უზენაესი უფლებების დაცვა. მართლმსაჯულების მიზანიც სწორედ ამ უზენაეს უფლებათა უზრუნველყოფაშია. საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები უნდა იდგნენ ამ უფლებათა სადარაჯოზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს საერთო სასამართლოების მიერ. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ამ გადაწყვეტილების ყველა კონკრეტულ შემთხვევაში აღსრულების პროცესს", -განაცხადა პრეზიდენტმა.
სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზეა დამოკიდებული გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლება.
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















