|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს “ნაციონალმა“ დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ქუთაისის საკრებულო დღეს 2016 წლის ბიუჯეტს განიხილავს. განხილვამდე საკრებულოს „ნაციონალმა“ დეპუტატმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, გია უკლებას განცხადებით, მას არ აქვს უფლება დღევანდელ სხდომას დაესწროს.

„ბიუჯეტს და სახელმწიფოს აშენებენ ღირსეული ადამიანები.  გული მტკივა, რაც ხდება ქუთაისის საკრებულოში შეკრებიდან დღემდე. საკრებულოს წევრმა დაცვის პილიციის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე თავმჯდომარემ ცემა არასამთვარობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ხდება ყველაფრის გაპრავება, მაშინ როდესაც ერთი დეპუატის პიჯაკის გახევის გამო სამი ახალაგაზრდა ისჯება. ამიტომ არ მაქვს მორალური უფლება დავესწრო ამ სხდომას და პროტესტის ნიშნად ვტოვებ“-განაცხადა გია უკლებამ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა