"შეძლებს თუ არა ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე თამაშების ჩატარებას?"
შეძლებს თუ არა ქუთაისის "ტორპედო" საკუთარ მოედანზე თამაშების ჩატარებას? - საკითხის განხილვას ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვნდენ.
"ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის "ტორპედოს" საკითხის შეტანა მოითხოვეს.
"კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საკითხი, ითამაშებს თუ არა "ტორპედო" საკუთარ სტადიონზე, აღმოჩნდა, რომ სტადიონის ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, რა მდგომარეობაშია ქუთაისის სტადიონი, რადგან თითოეული ქუთაისისელისათვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე ითამაშოს ევროპის შესარჩევი ტურნირები. წლის დასაწყისში ცნობილი იყო, რომ ამის საჭიროება დადგებოდა, სტადიონის ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად საკმარისი დრო იყო და ქუთაისის მერიას კეთილი უნდა ენება და დროზე მოეწესრიგებინა ეს საკითხები. იმედი მაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისის "ტორპედო" მოახერხებს ამ უმნიშვნელოვანესი თამაშების შინ ჩატარებას", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა მერაბ მეშველიანმა. მისი თქმით, საკრებულომ უნდა მიიღოს კითხვაზე პასუხი, თუ რატომ აღმოჩნდა სტადიონი ამ მდგომარეობაში.
როგორც ცნობილია, საკრებულოს სხდომებს ქუთაისის მერი არ ესწრება. ოპოზიციის განცხადებებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა უპასუხა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, მერია ყველაფერს გააკეთბს პრობლემის გადასაჭრელად.
შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედოს" გასხვისების მიუხედავბად სტადიონი ქალაქის საკუთრებაში დარჩა. ის მერიის ააიპად ჩამოყალიბდა, ხოლო ხელმძღვანელად საკრებულოს ყოფილი წევრი დაინიშნა. სტადიონის დაფინანსება წლიურად 246 ლარს შეადგენს, რაც ძირითადად იქ დასაქმებული პერსონალის სახელფასო ფონდს შეადგენს.
არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები სტადიონის კერძო მესაკუთრისათვის გადაცემის შესახებ არსებობდა, თუმცა მერიამ მოედნის გასხვისების გადაწყვეტილება არ მიიღო, რაც ოპოზიციამ იქ დასაქმებული პირებისათვის პრივილეგიების შენარჩუნების მოთივით ახსნა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















