|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკრებულოს წევრებმა განსაზღვრონ მუშაობა უნდათ, თუ ქუჩის ბიჭობა" (აუდიო)

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციის "საწოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელის დაპირისპირებას გოგი წულაია ეხმიანება.

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, საჯარო მოხელეებში დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა, რის გამოც ისინი ქუჩურ გარჩევებასაც არ ერიდებიან.

"წინა ხელისუფლების დროს გაჩნდა დაუსჯელობის სინდრომი და დღესაც ასე გრძელდება. ამიტომ საკრებულო ხულიგნებით გაივსო. მათ იციან, რომ თავიანთი დანაშაულის გამო არ დაისჯებიან. საკრებულოს წევრებმა უნდა განსაზღვრონ,  რა უნდათ.  ქუჩის ბიჭობა და უსაქმურობა თუ უნდათ, ბირჟების მეტი რაა, თუ საკრებულოს წევრობა,  საქმის ქურდულად გარჩევას თავი დაანებობს და საქმეს მიხედონ",–განაცხადა გოგი წულაიამ.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა