"ალბათ, მეტი პოპულარიზაციისათვის ჭირდება ეს" - საკრებულოს წევრი მედიაზეწოლის შესახებ
ქუთაისის საკრებულოს წევრი ალეკო ახალაძე მედიასააგენტოზე ზეწოლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საეჭვოდ მიიჩნევს.
"ნამდვილად თქვენგან მესმის, დღეს კომისიის სხდომაზე ერთად ვიყავით მე და ქალბატონი ელისო და მას არაფერი უთქვას, არც პირად საუბრებში გამოუხატავს რამე. ქალბატონი ელისო არ არის ისეთი, რომ ვინმემ ზეწოლა განახორციელოს მასზე და არაფერი თქვას. მის შვილს პირადად არ ვიცნობ, ახალგაზრდა კაცია, ალბათ, მეტი პოპულარიზაციისათვის თუ ჭირდება ეს"- განაცხადა ალეკო ახალაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
ახალაძემ საკრებულოს წევრის გია უკლებას ცემის ფაქტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ პირველად მაშინ გაიგო, რომ სააგენტო "იმერეთის ნიუსის" მფლობელი საკრებულოს წევრის ელეონორა არჩაიას შვილი იყო. მისი თქმით, ამ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ ჩხუბი უკლებამ დაიწყო, რის გამოც მადლიერებით განეწყო სააგენტოს მეპატრონის მიმართ.
თავად ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით ახალაძე აცხადებს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რასაც ბუნებრივი რეაქცია მოყვა. "ქორწილში ხომ გინახავთ ჩხუბი, რა პრობლემაა", -განაცხადა მან. მისი თქმით, ხალხის განწყობა ასეთი იყო, რატომ (გიგა) შუშანია არ მიაყოლეთ ზედო.
შეგახსენებთ, "იმერეთი ნიუსის"ფლობელმა კოტე ცირეკიძემ გუშინ სოციალურ ქსლეში განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი და მერის მოადგილე გიორგი იობაშვილი მას და მის ოჯახს სააგენტოს მუშაობის გამო დაემუქრენ. ცირეკიძის განცხადებით, ის ოჯახის და თანამშრომლების უსაფრთხოების გამო სააგენტოს მუშაობას აჩერებს. ცირეკიძე ამ დროისთვის დამატებით კომენტარს არ აკეთებს. კოტე ცირეკიძე საკრებულოს უმრავლესობის წევრის ელეონორა არჩაიას შვილია.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















