"საკუთარ ქალაქს ფულისთვის ყველაფერი არ უნდა აკადრო"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისში დაგვიანებით დაწყებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს აპროტესტებს. პარტიის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, გაჭიანურებული სამუშაოების გამო მოსახლეობას პრობლემა ექმნება. მან ასევე ნიკეას ქუჩაზე დაწყებული სამუშაოები შეაფასა და აღნიშნა, რომ ნიკეასა ქუჩის ქალაქის შემოსასვლელად გადაკეთება რიგებს გამოიწვევს და მოძრაობას შეაფერხებს.
"ის სამუშაოები, რაც ნიკეას ქუჩეაზე მიდის, პრობლემებს გამოიწვევს. როგორ შეიძლება გზის გამყოფილი ზოლი გაკეთდეს და თან ასეთი მოცულობის? ეს შექმნის პრობლემებს, გამოიწვევს რიგებს და რაც მთავარია 5–6 წელიწადში დასანგრევი იქნება. აი, სწორედ მაშინ უნდა გამოყვანო ეს მთავრობა და თავი არტყმევინო იმ გზებზე. პრობლემებია დაგვიანებით დაწყებული სამუშაოების გამო, რაც ხდება თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუთაისელებს, ამ მთავრობის გადაწყვეტილებით, საშინელი ზამთარი ექნებათ და ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი იქნება. საკუთარ ქალაქს ფულის გულისთვის ყველაფერი არ უნდა აკადრო",-აცხადებს წულაია და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"მინდა მივმართო მოასახლეობას, გამოვიდნენ გარეთ, გააქტიურდნენ და მოთხოვონ ამ ხელისუფლებას, რომ დაიცვან მათი უფლებები და გააკონტროლონ ის ფული, რომელიც მოსახლეობას თავად შეაქვს ბიუჯეტში",–აცხადებს წულაია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















