|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონს 12 სექტემბერს ქუთაისიდან დაიწყებს

 პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო მარათონს ქუთაისიდან დაიწყებს. 

შეხვედრა 12 სექტემბერს,  14::00 საათზე მესხიშვილის თეატრში არის დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილი თავის საარჩევნო პროგრამას საზოგადოებას პირველად ქუთაისში წარუდგენს.

 პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, საარჩევნო კამპანიას ქუთაისიდან დაიწყებს და 28 ოქტომბრამდე ქვეყნის რეგიონებს მოივლის.

შეგახსენებთ, მმართველი პარტიის განცხადებით, "ქართული ოცნება" მხარს დაუჭერს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა