|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

 სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ის ოპონენტებს ევროპული და ცივილიზებული კამპანიის ჩატარებისაკენ  მოუწოდებს.

მისი თქმით, ის დამოუკიდებელი კანდიდატია და დაუჭერს თუ არა მხარს "ქართული ოცნება", ამის შესახებ თვითონ ვერ ისაუბრებს.

 "დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ეულ კანდიდატს, რომელიც ჩაკეტილია სახლში"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილს კითხვა ფინანსებთან დაკავშირებითაც დაუსვეს.  პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ საჭირო მხარდაჭერის მიღების იმედი აქვს.  მას კითხვები 2008 წლის აგვისტოს ომთან  და ბიძინა ივანიშვილის მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებაც დაუსვეს.

 შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია, თუმცა ის ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა