|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამებაში ხანძარი ლიკვიდირებულია

სამებაში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ "ნიუპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს  პრესსამსახურის წარმომაგენელმა  სოფო  კობახიძემ  განუცხადა. მისი თქმით, სამებაში ცეცხლის ძირითადი კერები  ლიკვიდირებულია და ამ წუთისთვის ცეცხლის მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, ადგილზე  15 სახანძრო და 100 მეხანძრე მუშაობდა. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი.

 ხანძარი სამების საკათედრო ტაძრის ნულოვან სართულზე რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.  არსებობდა საშიშროება, რომ აფეთქება მოხდებოდა, თუმცა დროული რეაგირების შედეგად ხანძრის ჩაქრობა მოხდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი