სამგზავრო მიკროავტობუსის გზიდან გადავარდნის დროს დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა
ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძემეა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე გადავარდა.
შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა 18 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
10:44
18:57
16:26
















