|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რომ პედაგოგებს მაღალი ხარისხის მიღწევაში დავეხმაროთ"

სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგებს დავეხმაროთ, რათა მიაღწიონ მაღალ ხარისხს, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩხენკელის თქმით, სწორედ ამის შესახებ და განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა ის ემიგრანტ ქალს ტელეფონის მეშვეობით, რომელმაც მას ღია წერილით მიმართა. 

"დავურეკე ემიგრანტ ქალბატონს. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეში, სკოლებში არსებულ პრობლემატიკაზე. მე მას ვესაუბრე იმაზე, რომ სახელმძღვანელოების გაუმჯობესება მოხდება. ვესაუბრე იმ პროგრამაზე, რომელსაც სამინისტრო განახორციელებს, რათა პედაგოგების ხარისხმა მოიმატოს. სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პედაგოგების დავეხმაროთ, რათა მიაღწიონ მაღალ ხარისხს", -განაცხადა ჩხენკელმა.

ცნობისთვის, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა, ლელა თოლორდავამ განათლების და მეცნიერების სამინისტროს სოციალური ქსელის მეშვეობით ღია წერილით მიმართა. თოლორდავა უწყებას სისტემაში არსებული პრობლემების გამო აკრიტიკებდა და ე.წ. რეპეტიტორების საჭიროებაზე წუხდა.

 

ipn.ge 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა