სამი შვილის მამას შვილებით ემუქრებოდნენ - სამტრედიაში დეპუტატობის კანდიდატს თავისუფლება აღუკვეთეს
სამტრედიაში მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის მაჟორიტარობის კანდიდატს 8 საათის განმავლობაში თავისუფლება აღუკვეთეს და ზეწოლისა და მუქარის შედეგად კანდიდატუერის მოხდსნა აიძულეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, მან მისივე წარმომადგენლის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია ტელევიზიით გაიგო, მოძებნეს ეს ადამინი, რომელმაც ამომხდარის შესახებ განაცხადა.
"ნიკა საკანდელიძე არის სამი შვილის მამა. მას ემუქრებოდნენ საკუთარი შვილებით, ემუქრებოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი შვილები აქ თამაშობდნენ საფეხბურთო მოედანზე. საბოლოოდ მათ, რამდენიმესათიანი ზეწოლის შემდეგ, განცხადების დაწერა აიძულეს. ეს განცხადება დაიწერა ქართული ოცნების სამტრედიის შტაბში, შემდგომ გადაეცა, როგორც მას უთხრეს. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანს" - ამბობს ვაშაძე.
მისივე განცხადებით, "კრიმინალურ სქემაში ქართული ოცნების წარმომადგენლების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტები და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულნი".
მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ავტორი: ნიუპრესი





12:52
22:32
12:44
13:23
13:14
















