"სამკაული და სახელმწიფო"- ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში საჯარო ლექცია მოეწყო
ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში საჯარო ლექცია გაიმართა.
"სამკაული და სახელმწიფო" ამ სახელწოდების მოხსენება ნინო ლორთქიფანიძემ დავითობის დღეს მიუძღვნა. კვლევა კოლხურ-იბერიულ პერიოდსა და ქრისტიანულ ხანას მოიცავს.
მოხსენებას მაღალი შეფასება მისცა მუზეუმის დირექტორმა ომარ ლანჩავამ. მისი თქმით, ეს კვლევა დიდი შენაძენია ქართული კულტურის ისტორიაში. "ეს არის უაღრესად საინტერესო თემა, რომელიც უკავშირდება ქართული სამკაულის ფესვებს და იმას, თუ როგორ მომზადდა ნიადაგი ანტიკურ ხანაში ქრისტიანული ოქრომჭედლობის ჩამოყალიბებასა და იმ სკოლის ჩამოყალიბებისათვის", -აღნიშნა ომარ ლანჩავამ.
ნინო ლორთქიფანიძის კვლევა გამოცემულია წიგნის სახით. მისი თქმით, პრეზენტაციისათვის საგანგებოდ შეარჩია ის ნივთები, რომლებსაც ანალოგი საქართველოს გარეთ არ მოეპოვება.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















