|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულმა პლატფორმა იმერეთში ერთწლიანი მუშაობა შეაჯამა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკის სამოქალაქო საზოგადოების  საქართველოს ეროვნული პლატფორმა ერთწლიანი მუშაობის შედეგს აჯამებს. პროექტის შემაჯამებელი შეხვედრის პრეზენტაცია გაიმართა დღეს ქუთაისში. პლატფორმის წარმომადგენელმა იმერეთის მხარეში ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia) წევრებმა დეტალურად ისაუბრეს 2016 წელს იმერეთის მხარის 12 მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე.

„დღეს გახლავთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების  საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლის იმერეთის მხარეში შემაჯამებელი კონფერენცია. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს მიერ წარმოდგენილი იყო ერთი წლის მუშაობის ანგარიში. წელს ჩვენ მიერ რამდენიმე პროექტი განხორციელდა. ჩვენი მთავარი მიმართულება არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა. მუშაობა წარიმართა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში.  სამიზნე ჯგუფები გახდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები,  ახალგაზრდები,  სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი როგორც პლატფორმის რეგიონული წარმომადგენლის პირველი მიმართულება გახლდათ შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან. მეორე ძირითადი მიმართულება იყო დისკუსიები თვითმმართველობებთან, ასევე არასამთავრობო სექტორსა და სტუდენტებთან შეხვედრები, რომელიც დაკავშირებული იყო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ცალკეულ საკითხებზე“-, განაცხადა პლატფორმისეგიონალური ორგანიზაციის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს (LDA Georgia ) წარმომადგენელმა მაკა ცერცვაძემ.

შეხვედრას იმერეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, ჟურნალისტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, იმერეთის გუბერნიის წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სააგენტო მუშაობის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობს სტუდენტებთან. ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო რამდენიმე დისკუსია, სადაც სტუდენტები მათთვის საინტერესო თემებზე მსჯელობდნენ.

„ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროინტეგარცია და ევროპულ ინსტიტუტებთან გაერთიანება, გამომდინარე აქედან, რომ ეს ორგანიზაცია, ამ ყველა იდეას ახორციელებს, საინტერესოა მათთან თანამშრომლობა, რადგან, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სხვადასხვა მიმართულებებში. ბევრმა ახალგაზრდამ უნდა იცოდეს, ევროპის შესახებ, რომ თავიანთ თანატოლებს გაუზიარონ და საზოგადოებაში შექმნამ პოზიტიური ფონი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს დემოკრატიას, ადამიანის და სიტყვის თავისუფლებას“-განაცხადა ახალგაზრდული კლუბის „ახალგაზრდები ევროპისათვის“ წევრმა ვახო კაჩუხაშვილმა.

ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა პოზიტიურად შეაფასეს შეხვედრაზე მყოფმა საჯარო მოხელეებმა. თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს თვითმმართველობის ღიაობის  პრინციპს და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაახლოებას.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პოლიტიკას საქართველო რამდენიმე წელია შეუერთდა. სამოქალაქო საზოგადოების  საქართველოს ეროვნული პლატფორმაში, ოთხ რეგიონში მოქმედი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაწევრიანებული. ისინი რეგიონების მუნიციპალიტეტებთან, მედია ორგანიზაციებთან და ახალგაზრდებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა