|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში აქციის მონაწილეები და მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სამტრედიაში საფეხმავლო ხიდზე დაგეგმილი ანტისაოკუპაციო აქცია დაპირისპირების გამო ჩაიშალა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
მიზეზი ხიდზე დაგეგმილი პერფორმანსი გახდა.
მოქალაქეებმა ახალგაზრდებს ხიდზე ბანერის, წარწერით "გახარია წადი" გადმოფენის უფლება არ მისცეს.
აქციის მონაწილეებს ხიდზე ბანერის მიტანის უფლება არ მისცეს ადგილზე მყოფმა დაცვის თანამშრომლებმა და რკინიგზის წარმომადგენლება. მათი განცხადებით, ხიდი "საქართველოს რკინიგიზის" დაქვემდებარებაშია და ბანერის გამოფენის ნებართვაც მათგან უნდა ქონდეთ.
აქციის მოწინააღმდეგეებს პროტესტი ქონდათ ჟურნალისტების მიმართაც და გადაღების უფლებას ზღუდავდნენ. ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე კატეგორიულად მოითხოვდნენ, ჟურნალისტებს სამტრედიის ტერიტორია დაეტოვებინათ.
 
 
 
 
 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა