|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედია - გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გზა გადაკეტეს

სამტრედია - გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები კომპანია ,,არტ კომისგან", რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობას აწარმოებს, კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით , უკრაინული კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ვალუიკინმა არამარტო ავტობანზე დასაქმებულები, საქართველოს მთავრობაც მოატყუა და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მათივე ინფორმაცით, სამუშაოები ბოლო რამდენიმე თვეა შეწყვეტილია თანხის არ არსებობის გამო.

,,ხელფასები არ მოუციათ 6 თვეა. დღეს შეთანხმების ბოლო დღეა. ჯერ პირველ ივლისს დაგვპირდნენ ხელფასების დარიცხვას, ბოლოს წერილი გამოგზავნეს 20-ში დაგერიცხებათო, მაგრამ კომპანიის დირექტორი დღესაც არ მოვიდა და ჯანმრთელობის გაუარესება მოიმიზეზა. არ ვაპირებთ უკან დახევას. სხვისას ხომ არაფერს ვითხოვთ? რაც გვეკუთვნის ის ჩაგვირიცხოს“, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმა ბათუმის გზა გადაკეტეს.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა