სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული
მიუხედავად უხვი ნალექისა, სამტრედია-ლანჩხუთის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება შესაძლებელია. სამტრედია-ჩოხატაურის საგზაო მონაკვეთზე კი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება აკრძალულია. საჯავახოს უღელტეხილის შესასვლელთან ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს და ჩოხატაურის მიმართულებით მხოლოდ იმ ავტომანქანებს ატარებს, რომელიც ტექნიკურად გამართულია და თოვლში უსაფრთხოდ მოძრაობა შეუძლია. დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის შეზღუდვებია დაწესებული ასევე ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე.
ავტორი: ნიუპრესი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















