|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ამ დროისათვის ხმა ამომრჩევლის 30-მა პროცენტმა მისცა

სამტრედიის 54–ე საარჩევნო ოლქში  15.00 სააათის მონაცემებით,  ხმა 14 325–მა ამომრჩეველმა მისცა.

საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნანა იმნაძე აცხადებს, რომ ეს რეგისტრირებული 46 120 ამომრჩევლის დაახლოებით 30 %–ია.

მისი თქმით, ოლქში 50 საარჩევნო უბანია გახსნილი და ამ დროის მონაცემებით, არცერთი საჩივარი დაწერილა.

„უბანზე იყო მცირე პროცედურული შეცდომა, მაგრამ კომისია ადგილზე შეთანხმდა და ფაქტზე საჩივარი არ დაიწერა. ამ დროის მონაცემებით, მშვიდი მდგომარეობაა“, –განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ.

 სამტრედიაში პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად მეოთხე უბანზე შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებულია 4 კანდიდატი. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა