|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია სამი ადამიანი

სამტრედიაში, სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

„ოპელის" მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარის გამო, მცირე ხნით გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.

ავტოსაგზაო შემთხვევათან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა