|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში დაკავებული პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს

სამტრედიაში გამართული აქციის “დემურ სტურუასთვის, ძალადობრივი ნარკოპოლიტიკა გრძელდება” ერთ-ერთი მონაწილე გიორგი სოფრომაძე პოლიციამ დააკავა.

აქციის ორგანიზატორის "თეთრი ხმაურის" განცხადებით, პოლიციამ ის  აქციის დასრულების შემდეგ, ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა.  

გიორგი სოფრომაძე, რომელიც "აუდიტორია 115-ის აქტივისტია,  ქუთაისში იმერეთის სამხარეო პოლიციაში მოწმის სახით დაკითხეს. სოფრომაძის ადვოკატის გურამ იმნაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ხელზე სიწითლე აღენიშნებოდა, რის გამოც მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. მოგვიანებით  სოფრომაძე გაათავისუფლეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პოლიციის მანქანები შეღებეს და მათზე სტიკერები წარწერით, "ჩვენ მოვკალით დემურ სტურუა" გააკრეს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა