სამტრედიაში გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახმა აქცია გამართა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, სამი თვის წინ, ახალციხის საწვრთნელი ბაზაზე გარდაცვლილი, 31 წლის მირზა ჩაჩუას ოჯახმა, ნათესავებმა და მეზობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ჩაჩუას ოჯახის წევრების განცხადებით, ჯარისკაცი მოულოდნელად გარდაიცვალა, ექსპერტიზამ კი მძიმე ხარისხის ალკოჰოლური თრობა დაადგინა. ჯარისკაცის ოჯახი აცხადებს, რომ ექსპერტიზა არასწორად არის ჩატარებული, რის გამოც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.
„მირზა ჩაჩუა არასოდეს სვამდა და ეს გარდაცვალების მიზეზი ვერ გახდებოდა. ამიტომ მოვითხოვთ გამოძიების ობიექტურად ჩატარებას. დაინიშნოს ექსპერტიზა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გავჩერდებით“, -განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















