სამტრედიაში, მდინარე გუბისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს
სამტრედიაში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ექვსი დღის წინ გაუჩინარებული 60 წლის კაცი დღეს დილით მდინარე გუბისწყალში ნახეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ცხედარი ზუსტად ადგილას აღმოაჩიეს, სადაც მისი ჩანთა იყო ნაპოვნი.
დავით ჯიბაშვილი 8 მაისს გაუჩინდარდა, მისი ძებნა იმ დღესვე დაიწყეს. სავარაუდოდ, მას ფეხი დაუცურდა და მდინარეში ჩავარდა.
სამძებრო სამუშაოებში საგანგებო მართვის სამსახური და მაშველები ჩაერთვნენ.
მდინარე გუბისწყალში დღეს დილით ნაპოვნი მამაკაცის გვამი პროზექტურაში გადაასვენეს, სადაც ექსპერტი გარდაცვალების მიზეზს დაადგენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა