|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სამტრედიაში მოქალაქეებს თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. დაზარალებული ქეთევან კამკამიძე მომხდარ ფაქტს იხსენებს. მისი თქმით, დილით მას და მის მეუღლეს რამდენიმე პირი თავს დაესხა, მათთან ერთად იყო სასულიერო პირი.

"დილით გადავდიოდით ზებრა გადასასვლელზე, რა დროსაც შევნიშნეთ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელმაც ჩავლის დროს ტალახი შემოგვაყარა. ჩემთვის გამოვთქვი შეშფოთება, რა დროსაც ავტომობილი მობრუნდა, გადმოვიდნენ მთვრალი კაცები, დამიწყეს ლანძღვა და გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. მივარდნენ და ცემა დაუწყეს ჩემს მეუღლეს, მეუბნებოდნენ ეს ერაყელი მოაშორე აქედანო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ საჭესთან იჯდა მამაო, რომელიც გადმოვიდა, გვეგონა, გააშველებდა, მაგრამ მან გააკავა ჩემი მეუღლე და სხვები ურტყამდნენ, ისეთი ამბავი იყო, მაგისტრალი გადაიკეტა და პატრული გამოვიძახეთ"-განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

მისი თქმით, დილით მომხდარ ამბავზე სამედიცინო ექსპერტიზა მხოლოდ ახლა ჩაუტარდათ. "დილით მოხდა და მხოლოდ ახლა ჩატარდა ექსპერტიზა, სიწითლე და ჩალურჯება რომ გავიდა. გამოძიებას მივაწოდე დეტალური ინფორმაცია, სახელები და გვარები, მანქანის ნომერი და ამ დრომდე დაკავებული კი არა, დაკითხვაზეც არ ყავთ, რას ელოდებიან, არ ვიცი. პირიქით, სამართალდცველები ირონიულად იქცევიან"-განაცხადა ქეთი კამკამიძემ.

მისი თქმით, ინციდენტში მონაწილე პირებს პირადად არ იცნობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოკითხვები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. მათი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებენ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა