|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ხანძრის ჩაქრობას 70-მდე მეხანძრე ცდილობს

სამტრედიაში ნაჩხატაურის უბანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე ამ დრომდე რჩება 70-მდე მეხანძრე-მაშველი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი არის მოძველებული რეზურვუარები, მოხდა გაბერვა და შიგნიდან აალება.

ადგილობრივების ინფორმაციით, საშიშროება არის ისევ მოხდეს აალება, რადგან ჯერჯერობით გამომწვევი მიზეზი ვერ დაადგინეს.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი წუხელ საწვავის შეტანის დროს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხანძრის გავრცელების საშიშროებას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა