|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიის მერობის კანდიდატი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა [R]

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატი ვალერიანე ფოცხვერია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კობა ძიძიგური და ზაზა ადეიშვილი დიდგორისა და საიათნოვას ქუჩის ამომრჩევლებს შეხვდნენ.

 

საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

ძალიან კარგად ვიცი რა სჭირდება ამ ქალაქს. სამტრედიის მუნიციპალიტეტში კანალიზაციის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს. მომავალი წლიდან, ჩვენი დეპუტატის მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით, გერმანიის ერთ-ერთი კომპანია პროექტს მოამზადებს, ხოლო შემდეგ, ისევ უცხოელებთან გაფორმდება ხელშეკრულება და ამ ოთხი წლის განმავლობაში, სამტრედიის კანალიზაციისა და წყლის სისტემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს, - განაცხადა ვალერიანე ფოცხვერიამ.

 

მისივე თქმით, მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი გზების რეაბილიტაციასთან ერთად, განათლება და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია იქნება.

 

„მომავალ წელს, ძირითადი აქცენტი გვექნება გადატანილი ბავშვებზე და ბაღებზე. წელს თუ ძალიან ბევრს ასფალტს ვაგებდით, მომავალ წელს ძირითადი აქცენტი ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გაკეთდება“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა