სამტრედიის საკრებულოს დეპუტატი მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თვითმხილველების თქმით, ღანირის თემის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი შენგელია მაია ქორიძეს თავს საყვედურის გამო დაესხა და მუშტებით ცემა.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქემ მაჟორიტარს უთხრა, რომ სოფელში არაფერი გაკეთებულა, რამაც დეპუტატის გაბრაზება გამოიწვია.
დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















