სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ - რობინ დანიგანი
სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები., - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ.
„მე უკვე 8 თვეა, რაც საქართველოში ვარ და მინდა ვთქვა, რომ ჩვენ კარგად არ ვართ შეიარაღებულები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელიც დღეს ვრცელდება. სამწუხაროდ ეს ეხება საქართველოსაც. ერთ-ერთი დეზინფორმაცია, რაც ვრცელდება, არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ქვეყანა თავის იდენტობას კარგავს. ეს ტყუილია. საკმარისია გაიარო მანქანით ევროკავშირში და წამსვე მიხვდები, როდის გადაკვეთე საზღვარი და გადახვედი ერთი ქვეყნიდან მეორეში.
სამწუხაროდ, დღეს ვრცელდება დეზინფორმაცია აშშ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. ზოგიერთი აცხადებს, რომ ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტია და თითქოს ვცდილობთ რევოლუციის წახალისებას ამ ქვეყანაში, თითქოს ჩვენ გვაქვს ბოროტი ზრახვები. ნამდვილად გულდასაწყვეტია ამის მოსმენა. რადგან ამ ქვეყანაში ჩვენი ისტორია 32 წელზე მეტია არის ხალხებს შორის ძლიერი კავშირების ისტორია, ამერიკელებსა და ქართველებს შორის ღრმა ურთიერთობების, სამედიცინო, განათლების სფეროებში პარტნიორობის ისტორია, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაზიარების ისტორია, ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ერთმანეთისთვის დახმარების გაწევის ისტორია. 32 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ საქართველოს 6 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გავუწიეთ“, - განაცხადა ელჩმა.
ავტორი: ნიუპრესი