|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამწუხაროდ, ქალაქს არ აქვს შესაძლებლობა, შეინახოს ასეთი ძლიერი გუნდი" - გიორგი ჭიღვარია

ქუთაისში "ტორპედოს" გულშემატკივრებს ქალაქის მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, ის ინფორმირებულია გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ და გუნდის პრეზიდენტს პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე მიეცა.
მისივე თქმით, თუ დავალიანება არ დაიფარება, ხელშეკრულება შეწყდება. მან ასევე განმარტა, რომ ქალაქს ამ ეტაპზე ასეთი ძლიერი გუნდის შენახვის შესაძლებლობა არ აქვს.  

"ტორპედოს" გულშემატკივრების პრეტენზიები არის სამართლიანი. ქალაქს ჭირდება ძლიერი გუნდი, მე მქონდა გუნდის ხელმძღვანელობასთან საუბარი, ისინი დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე დღეში დავალიანებას ჩარიცხავენ, ასევე დაიწყება მერიის დავალიანების გადახდა, რა თქმა უნდა, იმედია, ყველაფერი დალაგდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კომპეტენციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. გარკვეული ვადა გვაქვს მიცემული, რომ დაფარონ დავალიანება. თუ არ მოხდა დაფარვა, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქალაქს არ აქვს შესაძლებლობა, შეინახოს ასეთი ძლერი გუნდი, მაგრამ ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ "ტორპედო", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

მერის ინფორმაციით, ზაალ ჩაჩავას გუნდის შეძენის თანხა ქალაქისთვის ამ დრომდე არ გადაუხდია, რის გამოც ჯარიმებიც ერიცხებათ,  ჯარიმა დაახლოებით  45 ათასი ლარია. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა