|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ბაზაზე დაღუპული ჯარისკაცი ვანის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. 25 წლის ვლადიმერ მახათაძე სოფელ შუამთაში ცხოვრობდა.
ახლობლების ინფორმაციით, რამდენიმე თვეა, ის ჯარში მსახურობდა. მათივე ინფორმაციით, ოჯახს დღეს შეატყობინეს, რომ ჯარისკაცმა თავი მოიკლა. ახლობლებს და მეზობლებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.
გარდაცვლილის ოჯახში კომენტარს არ აკეთებენ.
ჯარისკაცს ოჯახში სავარაუდოდ დღეს გადაასვენებენ.
ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.  „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის (29.10.1994) გარდაცვალების გამო. სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე 12 მაისს, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 
გამოძიებას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა