სანამ მიშას საშიშროება იქნება, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი-ქიბარ ხალვაში
სანამ მიშას საშიშროება იქნება, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი, - აცხადებს ქიბარ ხალვაში.
"ტელეკომპანიის გაყიდვაზე არაფერი მითქვამს. ბიზნესს ბიზნესურად ვუდგები. ეს ნიშნავს, პირობას არ ვდებ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ტელევიზიის ბიზნესში ვიქნები. ვთქვი, რომ უახლოეს მომავალში გაყიდვას არ ვაპირებ. დაზუსტება თუ გინდათ, სანამ მიშას საშიშროება იქნება, "რუსთავი 2"-ს ვერავის მივყიდი, მის ხელში რომ არ მოხვდეს"-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას პასუხად.
მას შემდეგ რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, არხის გენერალურმა დირექტორმა მას ტელეკომპანიის გამოსყიდვა შესთავაზა.
გვარამიას განცხადებით, თავის დროზე ქიბარ ხალვაში სასამართლოში დავობდა 7 მილიონზე ოდნავ მეტ ლარზე. „ჩვენ დავთვალეთ და ეს არის 4 409 397 დოლარი მაშინდელი კურსით. მას მიღებული აქვს გარკვეული რაოდენობა, ხოლო დარჩენილ 3 944 397 დოლარს გადავიხდით ჩვენ. ხომ უნდა მას ტელევიზიის გაყიდვა, ხომ უნდა მას შენარჩუნება ტელეკომპანიის სარედაქციო დამოუკიდებლობის! ჩვენ მივმართავთ ხალვაშს და მის პატრონს - საქართველოს ხელისუფლებას - ამ ადამიანებს გადაეცით 100% ტელევიზიის და მის კომერციულ ინტერესებს დავაკმაყოფილებთ".
ავტორი: ადმინი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















