|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანატორიუმ "მეშახტეს" ადგილას ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება

 სანატორიუნ "მეშახტეს" ადგილას ახალი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება. შენობა, რომელიც წყალტუბოს სანატორიუმებს შორის უნიკალურად მიიჩნეოდა, მალე ძველ ფუნქცია დაიბრუნებს.

შენობის ახალი მფლობელი კომპანია "KBP Tbilisi"-ა, რომელმაც ობიექტი 2,5 მილიონ დოლარად შეიძინა. სანატორიუმის ახალი მფლობელის გადაწყვეტილებით, შენობა პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.

სასტუმროში 100 ნომერი იქნება, აღდგება დარბაზები, საზაფხულო ამფითეატრი და ბიბლიოთეკა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ამერიკულ დოლარს შეადგენს. შენობა და მიმდებარე ტერიტორია უკვე დაათვალიერეს ლონდონიდან ჩამოსულმა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია "Colliers Intrnational"-ის სპეცილისტებმა. ქართველ კოლეგებთან ერთად, ისინი 2 თვის განმავლობაში შეისწავლიან და წარმოადგენენ კვლევას, რის საფუძველძეც გადაწდება, რომელი საერთაშორისო ბრენდი გახდება სასტუმროს ოპერატორი.


"ეს არაჩვეულებრივი შენობაა, აღტაცებული ვარ, ნამდვილად არ ველოდი, რომ აქ ასეთი რამ დამხვდებოდა. ის ინდივიდუალური არქიტექტურით გამოირჩევა. ჩვენი მიზანია აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსება, არსებული შენობა ამის საშუალებას იძლევა", - ამბობს კომპანია "Colliers Intrnational"-ის წარმომადგენელი მარკ ფაინი.
წყალტუბოში არსებულ 19 ძველ სანატორიუმს შორის ეს პირველია, რომელშიც კერძო ინვესტიცია იდება. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული საინვესტიციო პირობის თანახმად, ახალი სასტუმროს მშენებლობა 2018 წლის სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

gds

ავტორი: ანი ლიპარიშვილი