|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონია

ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე “თბილისი 2025”, სანდრო ბაზაძემ ფინალში ფრანგი მოწინააღმდეგე ჟან პატრის ფილიპი 15:9 დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა!

სანდრო ბაზაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატებზე ეს მესამე მედალი იყო. 2022 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო 2023 წელს ვერცხლს დაეუფლა. ქართველი მოფარიკავე ასევე არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და ევროპული თამაშების გამარჯვებული.

თბილისში ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი 22 ივლისს დაიწყო. ტურნირის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.

ავტორი: