სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა
ახალი წლის ღამეს, სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა მაღაზია დააყაჩაღა. შემთხვევა ბათუმში მოხდა.
კარზე მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ. სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი, მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.
"თანამშრომლები პანიკაში ჩავარდნენ, სალაროში არსებული 40 ათას ლარამდე თანხა მისცეს“, - აცხადებენ ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღიძრა „სისხლის სამართლის კოდექსის“ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პირი ჯერ დაკავებული არ არის.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















