|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად დავით ყიფშიძე აირჩიეს

 საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს. ცესკოს ინფორმაციით, 73 საოლქო კომისიიდან დროებითი წევრის არჩევა 72-ში მოხდა. 

ქუთაისის საოლქო კომისიით თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განმარტებით, მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიის მეექვსე, დროებითი წევრის არჩევა. 

ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისია 5 მუდმივი წევრისაგან შედგება: გელა თუთბერიძე, ლარინა ლალიაშვილი, თამარ ხმელიძე და იზა ფერაძე. კომისიას ავთანდილ ოსეფაიშვილი ხელმძღვანელობს.   

დროებითი წევრის შესარჩევ კონკურსში ქუთაისიდან ორი კანდიდატი, დავით ყიფშიძე და მამუკა ფურცხვანიძე მონაწილეობდნენ. დავით ყიფშიძე ადვოკატია და საარჩევნო კომისიის წევრი ის წინა წლებშიც იყო. მამუკა ფურცხვანიძე კი ქალაქის მერიის თანამშრომელია. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დავით ყიფშიძის კანდიდატურა შეირჩა.

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესს,  3 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. დამკვირვებლები, ცესკოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევას ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით კირთაძემ. მისი განცხადებით, რეალური შერჩევა არ მომხდარა და კანდიდატები წინასწარ მიწოდებული სიის მიხედვით დაამტკიცეს. მისივე თქმით, შერჩეული კანდიდატების დიდი ნაწილი "ქართულ ოცნებას", ან სუს-ს წარმოადგენს.  

ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა