|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საპრეზიდენტო კანდიდატის აქ წარდგენით ვადასტურებთ, რომ ქუთაისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"

"საპრეზიდენტო კანდიდატის აქ წარდგენით ვადასტურებთ, რომ ქუთაისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია"- სამოქალაქო მოძრაობის - "ძალა ერთობაშია" სახელით გიგა შუშანია. 

"ჩვენ მიგვაჩნია,  რომ ძალა სწორედ ერთობაშია და ჩვენი ოპოზიციური ერთობა დღეს წარადგენს ძალიან ძლიერ კანდიდატს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, გამოცდილებით შეძლებს საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას და შევძლებთ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხებას.  ის,  რომ ქუთაისში მოხდება ჩვენი კანდიდატის წარდგენა, ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ  ქუთაისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საპარლამენტო დედაქალაქი, პოლიტიკური ცენტრი",- განაცხადა გიგა შუშანიამ.

შეგახსენებთ, დღეს, 21.00 საათზე "ბაგრატის ტაძართან" 10 ოპოზიციური პარტიების ერთობა - "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია"  პრეზიდენტობის კანდიდატს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების საერთო კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძე იქნება. 

 გრიგოლ ვაშაძე ადგილობრივ არჩევნებში ქუთაისის მერობის კანდიდატი იყო. მან 27 პროცენტით მეორე ტურში გადასვლა შეძლო, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური მოსაზრებით უარი განაცხადა. 

  გრიგოლ ვაშაძემ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია ქუთაისში გაიარა და  ხმას საფიჩხიის მუნიციპალიტეტში მისცა.

 

"ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატს ქუთაისში წარადგენს

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა