გასაყიდი შენობა-ნაგებობების ნუსხას ახალი ობიექტები დაემატა
ქუთაისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელა.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის კახი დვალიშვილის განმარტებით, ახალი განკარგულების თანახმად საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხას ქალაქში რამდენიმე ობიექტი შეემატა.
გვანცელაძის ქუჩის მეორე შესახვევი, #7, ასევე გაპონოვის ქუჩა #5 , გამსახურდიას გამზირი #9, ბუკიას ქუჩა #13-ში მდებარე ამორტიზირებული შენობების დაშლა-გატანა და პრივატიზება შესაძლებელი მას შემდეგ გახდება, რაც საკრებულო შესაბამის განკარგულებას დაამტკიცებს.
ქუთაისის საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხა 2015 წლის 25 თებერვალს დამტკიცდა. ამ ნუსხაში, რომელიც დაახლოებით 500-მდე ობიექტს მოიცავს, ცვლილებები პერიოდულად შედის.
მერიას ობიექტები გასაყიდად ელექტრონული აუქციონის მეშვეობით გამოაქვს.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















