საქართველოში ყველაზე დაბალი ანაზღაურება განათლების სფეროში ფიქსირდება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2015 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი - 1549 ლარია და ის საფინანსო სექტორში დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 541 ლარი.
მეორე ადგილზეა მშენებლობა - 1522 ლარით, ხოლო მესამეზე სახელმწიფო მმართველობაა - 1450 ლარით. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი ყველაზე მეტად მშენებლობაში გაიზარდა - 180 ლარით, 90 ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო მმართველობაში.
2015 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 1012 ლარი შეადგინა. 2015 წლის მესამე კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 9%-ით გაიზარდა, ხოლო 2014 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 6.5%-ით არის გაზრდილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















