|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობას არ აპირებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა.  

მისი თქმით,  აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. 

„გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა