|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე ქუთაისში იმსჯელეს

,,საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვა დღეს  ქუთაისში გაიმართა. შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, რაიონების გამგებლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს  რა თანხა გამოეყოფათ  კონკრეტულ სამინისტროებს 2016 წელს.  გაირკვა, რომ  რეგიონების განვითარებისთვის  280 მილიონი ლარია განსაზღვრული. შეხვედრაზე დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი მოსაზრებები დაეფიქსირებიათ. 
2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საჯარო განხილვა ქუთაისის შემდეგ ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, რუსთავში, დუშეთსა და ახალციხეში გაიმართება.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საჯარო განხილვების პროექტი, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით და დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში მხარდაჭერით ხორციელდება.

 არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, კარგია ბიუჯეტის პარამეტრების განხლვა რომ მიმდინარეობს, მაგრამ სამწუხაროა, რომ არაფერი სასიკეთოდ არ იცვლება და ტრანსფერები იკლებს.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა