|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით ღონისძიებები დაიგეგმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წელთან დაკავშირებით საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებები წარადგინა. 

სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100-ზე მეტი კულტურული ღონისძიება, სამეცნიერო კონფერენცია, ლექციათა ციკლი და საგაზეთო სტატიები.

დიპლომატიური წარმომადგენლობები მთელი წლის განმავლობაში მოაწყობენ ისტორიული ფოტოების გამოფენებს, კულტურის, ტრადიციების და დემოკრატიული განვითარების ამსახველ ღონისძიებებს.

26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს მრავალი დედაქალაქის ღირსშესანიშნაობები.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა