"საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის" პრეზენტაცია გაიმართა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ–ებრაული ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი წიგნის, "საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგიის", პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მოადგილე ბექა ყანჩელი ვიცე-გუბერნატორები პაატა ნადირაძე, იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები, დიპლომატიური კორპუსისა და ქართველი და ებრაელი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები დაესწრნენ.
"საქართველოს ებრაელთა პოეზიის ანთოლოგია" დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ–ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის მხარდაჭერით გამოიცა.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















