ერთიანი სკოლამდელი განათლების შესახებ ახალი კანონპროექტი მომზადდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანთა უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ საჯარო პრეზენტაცია იმერეთის რეგიონისთვის სამტრედიაში გამართა. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ასევე, მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, მეთოდისტები და აღმზრდელ–პედაგოგები ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაციაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და გაეროს ბავშვთა ფონდის (უნისეფის) წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტი“ ახალი, უნიკალური და უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, რომელიც ორი წელია მზადდება კომიტეტისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ.
პროექტი მიზნად ისახავს უფასო და ერთიან სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც აღნიშნული სფეროს წარმომადგენლებმა თავიანთი რეკომენდაციები და შენიშვნები წარმოადგინეს.
ავტორი: ნიუპრესი





21:51
11:02
16:29
16:27
















