|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პატრიარქს სახალხო ჯილდო „ხალხის რჩეული“ გადაეცემა

საქართველოს კულტურის პალატამ 2015 წლის სექტემბერში  სპეციალური ჯილდო - „ხალხის რჩეული" დააწესა.     კულტურის პალატის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი  გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადაეცემა.

„დაჯილდოვების ცერემონიალი 29 დეკემბერს, საპატრიარქო რეზიდენციაში შედგება.  უწმინდესსა და უნეტარესს, „ხალხის რჩეულის" ჯილდოს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გადასცემს.

 კულტურის პალატა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს აღსაყდრების 38-ე წლისთავს ულოცავს.  უფალმა ჯანმრთელი და დღეგრძელი გვიმყოფოს დიდხანს", -ნათქვამია კულტურის პალატის განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა