|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღირსების ორდენი იმერეთში მცხოვრებ 6 ღვაწლმოსილ ადამიანს გადაეცა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა, ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში  ღირსების ორდერი იმერეთში მცხოვრებ ექვს ღვაწლმოსილ ადამიანს გადასცა. ღონისძიებას  იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და  სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.

ღირსების ორდერით დაჯილდოვდნენ,  ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი–  ვახტანგ მითიაშვილი,  დამსახურებული პედაგოგი – ოთარ კიკვაძე, ფედერაციის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი– ლიანა იობიძე, ნაზარიშვილის საოჯახო კლინიკის ექიმი – გოჩა ტოფაძე, პედაგოგი – ლალი გურიელი და ხონის სახალხო თეატრის მსახიობი – გულაიდა უგულავა.

 საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ამ ადამიანების ღვაწვლი პრეზიდენტისთვის ყოველთვის დასაფასებელი იქნება. 

“საქართველოს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ღვაწლი  სხვადასხვა საქმიანობაში, ეს ადამიანები აძლევენ  კარგ მაგალითს ჩვენს ახალგაზრდებს “,– აღნიშნა   გიორგი აბაშიშვილმა.

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი –  ვახტანგ მითიაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს და იმერეთის გუბერნატორს მადლობა გაუხადა დაფასებისთვის და გახსენებისათვის. 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხათო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიების მოწყობაში“,– განაცხადა ვახტან მითიაშვილმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი