|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრები გაიხსნება

საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნა იგეგმება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მსოფლიო ბანკის აღმასარულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს 40 მილიონი დოლარის სესხი დაუმტკიცა, საქართველოს ეროვნული ინოვაციების სისტემის პროექტისთვის.

"ეს გულისხმობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკოსისტემის ასაწყობად. საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში ინოვაციების ცენტრების გახსნას, სადაც მოსახლეობა ტექნოლოგიების სფეროში დაეუფლება სხვადასხვა პროფესიებს. ეს არის პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა, რაც, თავის მხრივ, რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას შეუწყობს ხელს.
ასევე, გათვალისწინებულია რეგიონებში გრანტების გაცემა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

წყარო:

ავტორი: ნიუპრესი