|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რამდენი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და მათგან რამდენი დაბრუნდა უკან?

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტმა  საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემები გამოაქვეყნა.

შსს-ს მონაცემები, რომელიც ქვეყნიდან გასული და უკან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების სტატისტიკას ასახავს,  2013 - 2017 წლის პერიოდს მოიცავს.

აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, ქვეყნიდან გასული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა სჭარბობს  უკან დაბრუნებულების რაოდენობას.  

სტატისტიკაზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს ქვეყნის საზღვარი 2  910 387 -მა მოქალაქემ გადაკვეთა, აქედან უკან  2 860 942 დაბრუნდა. 

2016 წელს ქვეყნიდან გავიდა საქართველოს 2 573 484 , ხოლო უკან 2 538 814 დაბრუნდა - 34 670 ადამიანით ნაკლები.

2015 წელს ქვეყნის საზღვარი ლეგალურად დატოვა 2 357049 მოქალაქემ, აქედან უკან დაბრუნდა 2 315 500- ანუ, 41 549 მოქალაქით ნაკლები.

2014 წელს ქვეყნიდან გავიდა საქართველოს  2 355 949 მოქალაქე, ხოლო უკან 31 358-ით ნაკლები -  2 324 591 დაბრუნდა. 

2013 წელს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთა ქვეყნის 2 458 343 მოქალაქემ, მათგან უკან  2 419 045 დაბრუნდა. საზღვრებს გარეთ დარჩა  საქართველოს 39 298 მოქალაქე.

სულ 2013-2016 წლებში საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩა 146 875 მოქალაქე. თუ ამას დავუმატებთ მიმდინარე წელს უცხოეთში გასულ 49 445 მოქალაქეს, რომლებიც სამშობლოში ჯერ არ დაბრუნებულან, ჯამში,  უცხოეთში 196 320 ადამიანი იმყოფება, რომლებმაც საქართველოს საზღვარი 2013-2017 წლებში ლეგალურად გადაკვეთეს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა