„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) მწუხარებას გამოთქვამს ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო
„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ (GRMA) უერთდება საერთო მწუხარებას ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების გამო.
ქეთი ბერძენიშვილი იყო რადიო „ძველი ქალაქის“ დამფუძნებელი და პროგრამების დირექტორი, სამოქალაქო აქტივისტი, საკუთარ პროფესიასა და ქალაქზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი.
ქეთი ბერძენიშვილის უდროოდ წასვლა დიდი დანაკლისია ქართული რეგიონული მედიისთვის, მისი საყვარელი ქუთაისისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.
ვუსამძიმრებთ ქეთის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მის გულშემატკივრებსა და თანამებრძოლებს!
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 100%
არა - 0%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა