|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახალხო დამცველის აპარატი ქუთაისში ვაკანსიას აცხადებს

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი  რეგიონული დეპარტამენტის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. 

პრეტენდენტს იურიდიული განათლება და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ანალიტიკური საქმიანობის გამოცდილება მოეთხოვება.

მთავარი სპეციალისტის მოვალეობაში შედის რეგიონული დეპარტამენტის  სამმართველოში  შესული განცხადებებისა და საჩივრების საფუძველზე,  ან სახალხო დამცველის ინიციატივით დაწყებული, ადამიანის უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებული საქმის მასალების შესწავლა და სათანადო დასკვნის მომზადება,  ასევე  სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგის წარმოება.

მასცე მოეთხოვება  გაწეული საქმიანობის შესახებ  ყოველთვიურ ანგარიშის მომზადება და ელექტრონულ სივრცეში განთავსება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, აღნიშნული შტატი ახლა შეიქმნა და გამარჯვებულის გამოვლენა კონკურსის გზით მოხდება.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის ოფისს ქუთაისში მადონა ბასილაძე ხელმძღვანელობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა