საქართველოს დიდ ქალაქებში სწავლის დაწყება გადაიდო
საქართველოს დიდ ქალაქებში კლასებში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განმარტა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.
ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ ქალაქებში სწავლება 15 სექტემბრიდან, დისტანციურად დაიწყება.
"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით", - აღნიშნა მან.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




13:23
13:14
12:10
16:38
16:37
















