საქართველოში 10 528 პატიმარია - პენიტენციურის მონაცემები
საქსტატის 2025 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 124 პირი, მათ შორის 9 647 კაცი და 477 ქალი. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, პენიტენციური დეპარტამენტის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 8 592 პირი, შესაბამისად, იანვრიდან აგვისტომდე 1532-ით არის გაზრდილი პატიმართა რაოდენობა, - აღნიშნულ მონაცემებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ გამოაქვეყნა, რასაც პენიტენციურმა სამსახურმა უპასუხა. მან ბურჯანაძე რატომღაც უწყების დისკრიმინაციის მცდელობაში დაადანაშაულა და განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რითაც იერკვევა, რომ ქვეყანაში მეტი პატიმარია, ვიდრე ეს საქსტატის მონაცემებშია.
უწყების ცნობით, 2025 წლის 13 ოქტომბრის მდგომარებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში საერთო ჯამში განთავსებულია 10 528 ბრალდებული/მსჯავრდებული.
აღნიშნულით ირკვევა, რომ 2025 წლის 31 იანვრიდან 13 ოქტომბრამდე პატიმართა რაოდენობა 1 936-ით გაიზარდა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა